შესვლა
მთავარი სიახლეები თამაშები COLL OF DUTY BLEC OPS 2
მინი ჩატი
რეკლამა
რეკლამა
COLL OF DUTY BLEC OPS 2
COLL OF DUTY BLEC OPS 2

ინფორმაცია თამაშზე
დასახელება: Call of Duty: Black Ops II
გამოშვების თარიღი: 13.11.12
ჟანრი: Firsთ-person Shooter
შემქმნელი: Treyarch 
გამომცემელი:Activision
პლატფორმა: PC/Xbox 360/PS3
ოფიც. საიტი: Home Page

Call of Duty: Black Ops II
სანამ უშუალოდ თამაშის განხილვას დავიწყებთ, აუცილებელია გავეცნოთ "background" ინფორმაციას. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ როგორც Black Ops-ის სიქველს, ასევე მთლიანად Call of Duty-ის სერიებს კრიტიკა არასოდეს აკლდათ, ხოლო MW-ის ბოლო ნაწილის გამოსვლის შემდეგ COD-ის მიმართ უარყოფითად განწყობილი გეიმერები კიდევ უფრო დარწმუნდნენ იმაში, რომ Activision-ი ყოველწლიურად ერთსადაიმავე სისულელეს ქმნის და რომ მსოფლიო ბესთსელერის თამაშებში ელემენტარული პროგრესიც კი არ შეიმჩნევა. სტუდია Treyarch-ის ხელმძღვანელობა მართლაც რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა და ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ დიდ რისკზე წასვლა გადაწყვიტა. ხოლო როგორც გეიმ-ინდუსტრიის კომპეტენტური წარმომადგენლები იუწყებიან, მოთამაშეები ამ რისკის ნახვით არ მოიწყენენ.
როგორც სათაურში აღვნიშნე ეს თამაში ძალიან ბევრ შოკისმომგვრელ სიახლეს გვპირდება, ამ სტატიის მიზანი კი სწორედ ამ წარმოუდგენლად საინტერესო ნიუანსების განხილვაა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში - და წარსულშიც!

თამაშის უმთავრესი ნიუსი ის გახლავთ, რომ მოვლენების მიმდინარეობა გაყოფილი იქნება ორ ეპოქად - გეიმერები მონაწილეობას მიიღებენ როგორც 1980-იანი წლების ცივ ომში, ასევე XXI საუკუნის "ცივ ომად" წოდებულ კონფლიქტში, რომლის გამწვავებაც 2025 წლისთვის "იგეგმება". გადავიდეთ პერსონაჟებზე, აღსანიშნავია, რომ ფრენკ ვუდსი Black Ops-იდან დაბრუნდება (უკვე 95 წლის ასაკში) და პოპულარული შუთერის სიუჟეტში მოვლენათა "მთხრობელად" მოგვევლინება. მთავარი მოქმედი პირი კი წინამორბედი თამაშის მთავარი გმირის ალექს მეისონის ვაჟი - დევიდი იქნება. აგრეთვე ერთ-ერთი წამყვანი როლი ექნება სავარაუდოდ ჰარპერს, რომელიც თამაშის სადებიუტო ტრეილერის კადრებშიც ჩანს. საყურადღებოა ასევე ის დამაინტრიგებელი ფაქტიც, რომ COD-ის ისტორიაში პირველად გამოჩნდება ქალი, რომელიც როგორც იუწყებიან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იქნება თამაშის მსვლელობისას. რაც შეეხება მთავარ ბოროტმოქმედს, მისი სახელია რულ მენენდეზი, რომელიც ორივე ეპოქაში იქნება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ანტაგონისტის ფსიქოტიპის შექმნაზე იზრუნა ბეტმენის (იგულისხმება The Dark Knight)ტრილოგიის ერთ-ერთმა სცენარისტმა. სწორედ მან შექმნა ლეგენდარული ჯოკერის პერსონაჟი, რომელსაც ჰიტ ლეჯერი ასახიერებს.

კონფლიქტის მიზეზი და თანამედროვე ტექნოლოგიები
Activision-ში ხვებოდნენ, რომ ესეთი მასშტაბური კონფლიქტის დაწყებას რეალისტური საბაბი უნდა ჰქონოდა. სწორედ ამიტომ ისინი ცივი ომის დაწყების ნამდვილ მიზეზს ასე წარმოგვიდგენენ: დღესდღეისობით "დედამიწის იშვიათ მინერალების"95%-ს ჩინეთი აკონტროლებს. (ეს უცნობი რაღაცეები კი კრიტიკულად შეძღუდული რესურსია, რომელიც მსოფლიოში ყველანაირი ელექტრონიკის თუ ტექნიკის დასამზადებლად აუცილებელ ატრიბუტად ითვლება, მობილური ტელეფონებიდან დაწყებული უახლესი სამხედრო ტექნოლოგიით დამთავრებული.) ეხლა კი რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს, Black Ops II-ში შეხვდებით უამრავი სახის რობოტსა თუ უპილოტო დრონს, იხილავთ ისეთ შოკისმომგვრელ არსებებს, როგორიცაა ქვადროტორი, BigDog-ი და CLAW-ს სახელით ცნობილი გიგანტური "დანადგარი".





Singleplayer-ის დეტალები
Black Ops II აქამდე მსოფლიო შუთერებისთვის უპრეცენდენტო სიახლეს გვთაზობს. COD-ის მეცხრე სიქველში მოთამაშეებს ექნებათ საშუალება მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება ნებისმიერ სიტუაციაში. ამ სიტუაციათა შეფასების ინდივიდუალური სტილი იმოქმედებს მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე და საბოლოოდ მათი წარმატება თუ წარუმატებლობა თამაშის ფინალში "გამომჟღავნდება". შემქმნელების აზრით, სწორედ ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი გაუჩენს გეიმერებს კამპანიის ხელახლა თამაშის სურვილს.
Activision-ი წარმოგვიდგენს კიდევ ერთ სიახლეს, რომელსაც სიუჟეტის პროგრესში უდიდესი როლი ექნება. ის ცნობილია Strike Force ოპერაციების სახელით და მასში მოთამაშეებს შეეძლებათ როგორც საკუთარი გუნდის როტაცია (ტაქტიკური შუთერის მსგავსად), ასევე დრონის ან რაიმე საჰაერო ტექნიკის მართვა.

Multiplayer-ის დეტალები
სხვა დანარჩენ ასპექტებთან შედარებით Multiplayer-ის შესახებ ყველაზე მწირი ინფორმაციაა ცნობილი. Activision-მა უკვე დაადასტურა რომ Multiplayer-ში მხოლოდ მომავალი დრო იქნება. აგრეთვე გავრცელდა ცნობა, რომ წინა თამაშებთან შედარებით იგი უაღრესად შეცვლილი იქნება, ამაზე ისიც მეტყველებს რომ მოთამაშეებს კედელს მიღმა ხედვაც შეეძლებათ, რომელიც შესამჩნევია ტრეილერშიც. ამიტომაც კემპერებს თამაშის განსხვავებულ სტილზე მორგება მოუწევთ. 

თვითმფრინავები, ცხენები და ზომბები..
ირველად COD-ის ისტორიაში, გეიმერებს ექნებათ შესაძლებლობა მართონ სამხედრო თვითმფრინავები და ამ სურვილის ასრულებას ისინი, როგორც Activision-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს Call of Duty-ის "სტილში" მოახერხებენ. რაც შეეხება ცხენს, მისი "გამოჩენა" ამ თანამედროვე ეპოქაში ბევრს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს , მაგრამ ცოცხალი არსებების(ამ შემთხვევაში ცხენის) გამოყენების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ "ელექტრონული" იარაღი მასზე არ მოქმედებს, მაგალითისთვის ავიღოთ ემპ (ელექტრო-მაგნიტური პულსი), რომელიც ყველანაირ ელექტრონიკის ნეიტრალიზებას ანხორციელებს. საბოლოოდ კი, Activision-ი გვპირდება რომ Black Ops II-ში მისი წინამორბედის მსგავსად კვლავაც დაბრუნდებიან ზომბები...





სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
კოდი *:
Find us on Facebook
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?

სულ უპასუხა: 208
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Top მომხმარებლები
guffy
Private
სიახლე:
კომენტარი:
რეიტინგი:
პოსტები:
308
5
0
0
misho
Private
სიახლე:
კომენტარი:
რეიტინგი:
პოსტები:
62
1
0
0
ToBy12
Private
სიახლე:
კომენტარი:
რეიტინგი:
პოსტები:
26
0
0
0
giorguna
Private
სიახლე:
კომენტარი:
რეიტინგი:
პოსტები:
21
7
10000
0
MILAN
Private
სიახლე:
კომენტარი:
რეიტინგი:
პოსტები:
8
0
0
0